English
ალტერნატიული კომუნიკაციები

ჩვენს შესახებ

უსაფრთხოება

უსაფრთხოება

შრომითი უსაფრთხოების პოლიტიკა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საყურადღებო საკითხია ჩვენს კომპანიაში. "ალტერნეტის“ თითოეული თანამშრომლისთვის უსაფრთხოების პოლიტიკა ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ფურცლებზე დაწერილი კანონების ერთობლიობა. კომპანიის შრომითი უსაფრთხოების პოლიტიკა მოიცავს:

უსაფრთხოების სისტემების შესწავლა:

შრომითი უსაფრთხოების სიტემების განვითარება უწყვეტი პროცესია, რომელიც მოიცავს უამრავ საკითხს. ჩვენ მუდმივად თვალს ვადევნებთ ამ სფეროში დანერგილ სიახლეებს. ვითვისებთ და ზედმიწევნით, პირნათლად ვასრულებთ მათ.

სამუშაო რისკების ანალიზი:

შრომითი უსაფრთხოების სისტემებში, სამუშაო რისკების ანალიზი გულისხმობს ეფექტურ დაგეგმვას, კომუნიკაციას, სამუშაოს შესრულების პერიოდში შესაძლო საშიშროებების ანალიზს და ამ საშიშროებების თავიდან აცილების გზების ძიებას. სამუშაო რისკების ანალიზს ჩვენი კომპანია ახორციელებს ყოველ პროექტზე მუშაობის დაწყებამდე, გამონაკლისების გარეშე. ჩვენი ყველა თანამშრომელი აქტიურადაა ჩართული ამ პროცესებში, რაც ამცირებს არასასურველი ინციდენტების ალბათობას.

ნულოვანი ინციდენტის ფილოსოფია:

ნულოვანი ინციდენტის ფილოსოფია შრომის უსაფრთხოების სისტემების ერთ-ერთი პრინციპია. ჩვენ გვჯერა მისი მართებულობის და ვზრუნავთ, რომ ჩვენი კომპანიის უკლებლივ ყველა თანამშრომელს სჯეროდეს ამ პრინციპის და აანალიზებდეს მის მნიშვნელობას.

დისციპლინა და აღსრულება:

"ალტერნეტში“ შრომის უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დადგენილი შრომის უსაფრთხოების პროგრამა სრულდება ყოველდღიურად და თანმიმდევრულად, გამონაკლისების გარეშე.

უსაფრთხოებას, მომგებიანობას და ხარისხს ვანსხვავებთ ერთმანეთისგან, რადგან ეს სამი მცნება, ჯაჭვური რეაქციით, პირდაპირ კავშირშია ერთი-მეორესთან. ერთ-ერთი მათგანის უგულებელყოფა ავტომატურად გულისხმობს დარჩენილი ორის ეფექტურობის შემცირებას.

კომპანიის წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი თანამშრომლების კეთილდღეობა გახლავთ. ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ  კოლეგების კვალიფიკაციის, ცოდნისა და ინტელექტის დონის ამაღლებაზე.

ვამაყობთ მიღწეული შედეგით, რომელიც ცალსახად კომპანიის არჩეული კურსის და პოლიტიკის ნაყოფია.

თქვენი IP მისამართია:18.97.14.88

გახსნილი პორტების ტესტირება