English
ალტერნატიული კომუნიკაციები

ჩვენს შესახებ

კომპანიის შესახებ

კომპანიის შესახებ

კომპანია ალტერნეტს 2007 წლიდან საქართველოს ინტერნეტ ბაზარზე საკუთარი ნიშა უჭირავს - თავისუფალი ნიშა, სადაც არსებული პროვაიდერები ვერ/არ მიდიან, მაგრამ არსებობს მოთხოვნა. სწორედ, ასეთ ადგილებში უზრუნველყოფს ჩვენი კომპანია ინტერნეტის მიწოდებას როგორც რადიოტექნოლოგიების, ასევე სხვადასხვა ტექნოლოგიების კომბინაციების მეშვეობით.

ჩვენი ძირითადი მიმართულებებია:

-         საკაბელო და უკაბელო ინტერნეტ სერვისის მიწოდება;

-         ჰოსტინგი;

-         კოლოკაცია;

-         ტელემეტრია და ტელემატიკა(მოთხოვნის შესაბამისად);

-         სისტემური ინტეგრაცია, დაშვების კონტროლი; CCTV;

-         GPS/GSM/GPRS ტრანსპორტის აღრიცხვისა და ფლოტის მართვის სისტემა;

ალტერნეტის სტრატეგია ყოველთვის განსხვავებულია, დამოკიდებულია კონკრეტულ მომხმარებელზე და მის სურვილებზე. ნებისმიერი მომხმარებლის შემთხვევაში უცვლელია ხარისხი.

გამოიყენეთ ალტერნეტი მაშინ, როცა:

-         გაქვთ მოთხოვნა, მაგრამ თქვენი საცხოვრებელი/სამუშაო ადგილი ჯერ არ არის ათვისებული ტრადიციული პროვაიდერების მიერ.

-         გსურთ ინტერნეტი "ახლავე". ალტერნეტი გთავაზობთ ინტერნეტის მიწოდებას ყველაზე სწრაფად - სურვილის გაჩენისთანავე.

-         უკვე სარგებლობთ სხვა ინტერნეტით, მაგრამ გსურთ დაცული იყოთ ინტერნეტ ჩავარდნებისაგან. უწყვეტი ინტერნეტ მიწოდებისათვის ალტერნეტი გთავაზობთ ინტერნეტის დუბლირებას.

-         გსურთ ინტერნეტი კონკრეტულ დროს, კონკრეტულ ადგილას კონკრეტული მიზნით. ალტერნეტი გთავაზობთ ინტერნეტს თქვენი მოთხოვნების შესაბამისად.

-         ან უბრალოდ გსურთ, თქვენი პროვაიდერი მორგებული იყოს თქვენს სურვილებზე და არა პირიქით.  

თქვენი IP მისამართია:18.97.14.88

გახსნილი პორტების ტესტირება